ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, უნდა გავიგოთ, სად იბადება სინათლე - წერს:
„სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, უნდა გავიგოთ, სად იბადება სინათლე.
დღეს სამყაროს ნაწილი აღდგომას ზეიმობს, სულ მალე კი ჩვენც შევეგებებით ამ უდიდეს მისტერიას. თუმცა, შეუძლებელია აღდგომის ტრიუმფის სრულად გააზრება, თუ არ გესმის ის სიღრმე, საიდანაც თავად სინათლის დაბადება იწყება. სწორედ ამიტომ, სანამ საგაზაფხულო განახლების ენერგიას გავშიფრავთ, გადავწყვიტე, საწყის წერტილს — შობის უძველეს კოსმოსურ კოდს დავუბრუნდე.
შობა არ არის მხოლოდ რელიგიური თარიღი. ეს არის კაცობრიობის მეხსიერებაში ჩაწერილი ფსიქოლოგიური და ეზოთერული ალქიმია.
ისტორიული ჭეშმარიტება ბევრად უფრო ღრმა და პრაგმატულია: ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია კომფორტსა და სითბოში არ ხდება. ის იბადება აბსოლუტური კრიზისისა და სიბნელის წიაღში“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება
⭕ქეთი ხატიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „გარდამეცვალა პაპა ზურაბ ხატიაშვილი“