ჟურნალისტი და მეცნიერი ნუგზარ რუხაძე იუბილარია. იგი დღეს, 3 მაისს 84 წლის გახდა.
იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ დილას ადრე გაიღვიძა და ღმერთს მადლობა გადაუხადა:
„84 - ის გავხდი დღეს, აბა!
ეს რა ყოფილა, მაინც, ხალხო - სანამ ჩემხელა არ გახდები, თურმე, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს: გამოვლილიც ბევრი, მიღწეულით ტკბობაც მაგარი და აწი გასაკეთებელზე ფიქრიც მაცოცხლებელი.
ამ დილით, ადრიანად წამოვხტი, განთიადს ღიმილით შევეგებე, ღმერთს მადლობა ვუთხარი, ხელ-ფეხი გავანძრიე, ახალი ამბები ავსქროლ-ჩავსქროლე, თაფლის არაყიც ვხუხე, სისხლიც აჩქეფდა და დღეც დავვეგმე.
გეფერებით, თქვენ გენაცვალეთ, და, რაც მთავარია, ჩემზე დიდხანს იყავით და იბედნიერეთ!“, - წერს ნუგზარ რუხაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს