Digest Logo

„სანამ ხარ, ნუ იმწარებ სიცოცხლეს, სხვის ჯიბრზე და ჯინაზე კარგად ვერასოდეს იქნები, გაეჯიბრე საკუთარ თავს“- რას წერს გია ჯაჯანიძე

1772638174
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ვერც კი წარმოიდგენ რა საშიშია აგრესია. ვერც კი დაუშვებ, როგორ ანგრევს აგრესია ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ფსიქიკას. არა ყველა… ადამიანი ეწირება პრინციპებს.

ადამიანი ვერ ხვდება თავის დანაშაულს. ადამიანმა იცის ყველაფერი. ადამიანი არის ყველაფერში მართალი. ადამიანმა მოირგო მსხვერპლის როლი (ეგზოტიკური ამპარტავნება)
ადამიანმა არ იცის რისთვის და ვისთვის იბრძვის. სანამ პატიების გემოს არ გაიგებ, რამდენიც გინდა იბრძოლე, მაინც არაფერი გამოგივა.

დაღუპული და დამღუპველი ორივე მიწად იქცევა, ამიტომ ეცადე, ფართოდ გაახილო თვალები, რომ დაინახო, ცოცხალი ხარ. სანამ ხარ, ნუ იმწარებ სიცოცხლეს. სხვის ჯიბრზე და ჯინაზე კარგად ვერასოდეს იქნები, გაეჯიბრე საკუთარ თავს.
სინამდვილეში? სიკვდილის წინ დაინახავ რა ფუჭი ყოფილა ყველა დარდი და ბრაზი. სინამდვილეში დაინახავ, რომ აღარავის აღარ სჭირდები.

შვილებს მიეცი, შვილებს დაუტოვე რაც სისხლის ფასად იშოვე, თუ არ გაფლანგეს, ისინიც თავიანთ შვილებს დაუტოვებენ, მერე ისინიც იმათ… და ასე გაქრება შენი სახელი. ამიტომ… იცხოვრე აქ და ამ დროში, იყავი ზომიერი და გაიგე, რომ მარტო ხარ, მარტო იქნები და მარტო წახვალ. გარდაცვალების შემდეგ სულები ვერ ცნობენ ერთმანეთს. თ.წ. ჯაჭვი მხოლოდ საგანია. სულიერი ჯაჭვი ადამიანმა მოიგონა, როცა ილუზიაში იყო.

დღევანდელი ჩემი მდგომარეობა:

ერთი ადამიანია, ვიცნობ, მაგრამ ახლოს არა, ყოველ დღე მახსენდება და მინდა კარგად იყოს, გაუმართლოს და ბედნიერი იყოს. მალე უნდა ვნახო და მიხარია.

სიხარული და ბედნიერება ფულივითაა, აგროვებ, აგროვებ და მერე ბევრი სიხარული და ბედნიერება გაქვს.
თქვენ აგროვეთ ფული და ქონება, მე დავაგროვებ სიხარულს და ბედნიერებას, ვნახოთ მერე, რომელი უფრო ტკბილია.
,,თ'' თუ ,,წ“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია“ – როგორ იზიდავს ადამიანი უბედურებას?

⭕„ამერიკა ირანს არაფერს დაუთმობს...ქვას ქვაზე არ დატოვებს“ - ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება