სოციალური ქსელის მომხმარებელი პაატა ყამარაული საზოგადოებას რუსეთის მოქალაქის დათო ყამარაულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს, რომელმაც თავი საქართველოს შესწირა. მაშინ, როდესაც გარდაცვლილს რუსმა მეთაურმა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა უბრძანა, მან უარი განაცხადა და სწორედ ეს გახდა მისი წამების ერთადერთი მიზეზი.
„ეს ვაჟკაცი კაცი დათო ყამარაულია , იყო რუსეთის მოქალაქე, მამა-პაპაც რუსეთში იყვნენ დაბადებული. 2008 წ. 8 აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარში მსახურობდა. ღამით გააღვიძეს და მთელი მისი სამხედრო ნაწილი ცხინვალში გადმოისროლეს.
ადგილზე მისვლისას მეთაურმა უთხრა, რომ უნდა ებრძოლათ ქართველი ფაშისტების წინააღმდეგ. დათომ ეს რომ გაიგო, უარი განაცხადა ბრძოლაზე. კი წარმოიდგენთ რა ამბავიც ატყდებოდა.
სანამ ვაზნები ჰქონდა იცავდა თავს, მერე დაჭრეს, ჯერ ადგილზე აწამეს ღორებმა, მერე фсб-ს ვლადიკავკაზის იზოლატორში გააგრძელეს ღორებმა წამება, სანამ სული არ ამოხადეს.
ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაჰყვა, შემდეგ მამაც დაიღუპა. აცხონოს უფალმა მათი ქართული სული.
საქართველოსთვის თავის დადება მის საზღვრებს გარეთაც შეიძლება. უნდა დავაფასოთ ჩვენი გმირები, სადაც არ უნდა იყვნენ. დიდება გმირებს. დიდება საქართველოს“, - წერს პაატა ყამარაული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ან თვალი მოჰკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ“ - კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ