Digest Logo

„საოცარი შემთხვევა იყო, რადგან სამყარომ ისეთ ადგილებში წამიყვანა, რომელზედაც ჰიუგო მიყვებოდა ბავშვობაში“ - რას წერს ხატია ბედოშვილი

1752759594
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი გუშინ, 16 ივლისს 34 წლის გახდა.  

ვარსკვლავთმთვლელმა სოციალურ ქსელში წინა დაბადების დღე გაიხსენა, როცა იუბილეს პარიზში შეხვდა:

„შარშან 33 წლის პარიზში გავხდი.

ჩემთვის საოცარი შემთხვევა იყო, რადგან სამყარომ ისეთ ადგილებში წამიყვანა, რომელზედაც ჰიუგო მიყვებოდა ბავშვობაში.

პარიზში წასვლაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა მთელი ცხოვრება ზეპირად ვიცოდი მისი ხასიათი, ვიწრო ქუჩები, პროტესტანტები, სტუდენტები, რევოლუციები, თეატრები, უნივერსიტეტები.

ეს ინფორმაციებიც „შემთხვევით” მოდიოდა, რადგან წიგნები, რომლებიც ხელთ მივარდებოდა ბნელ 90-იანებში, პარიზზე იყო, პარიზში განვითარებულ მოვლენებზე. 

33-ე დაბადების დღეზე, შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ოპერაში, სადაც ბავშვობაში „ოპერის აჩრდილი” ბინადრობდა და ჩემთვის შორეული და მიუღწეველ ადგილად მეჩვენებოდა.

საღამოს „მულენ რუჟი” გამიმასპინძლდა თავისი დაუვიწყარი წარმოდგენებით.

და ბოლოს მონმარტზე ავლისას ღამის 02:00 საათზე გამვლელებს ვესალმებოდი და მესალმებოდნენ - „Salut” 

მიყვარს პარიზი, მიყვარს სამყარო, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის“, - წერს ხატია ბედოშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვგიჟდები ამ გოგოზე, ძალიან მაგარო...“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულის ბოლოს მკვეთრი ცვლილებები ელოდება

⭕„ფავორიტი წყვილი“ - ანასტასია ჯეირათი რჩეულთან ერთად პორტუგალიაში ისვენებს