
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში იმყოფებიან და ერთად ისვენებენ.
ჯანეტი და ნოე საზოგადოებას პერიოდულად პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უზიარებენ. წყვილმა ამჯერად სოციალურ ქსელში თურქეთში მოგზაურობის ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, რამაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა:
„საოცრად ლამაზი წყვილი ხართ“.
„დაგლოცოთ უფალმა ასი წელი, ერთმანეთის საიმედოდ“.
„ლამაზები და კარგები“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ისინი ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას და თან, საჯარო ცხოვრების შერწყმასაც.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს გოგო მიყვარს, ჭკვიანი, კეთილი და ლამაზია“ - თათა გიორგობიანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 შორენა ბეგაშვილმა ცნობილი ბელაჯიოს ბოტანიკური ბაღი მოინახულა - ფოტოები