Digest Logo

🎥 „საოცრებებს ჩადიხართ და ეს სიკეთე არ დაიკარგება“ - თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია

23 მარტი 7:56
 თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია

თურქმა ექიმმა რომელმაც 16 წლის მარიამ კოხრეიძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, კიდევ ერთ ქართველს გაუკეთა ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ ექიმმა პატარა იოს ახალი სიცოცხლე აჩუქა და მას არც ამ ოპერაციაში აუღია თანხა. 

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„უფალმა დაგლოცოს თქვენნაირი ადამიანები ნუ მოუშალოს სამყაროს ღმერთმა“, 

„საოცრებებს ჩადიხართ და ეს სიკეთე არ დაიკარგება“, 

„მზე ადამიანი“, 

„სასწაულია“, - წერენ კომენტარებში.
 

მარიამ კოხრეიძის ოპერაციას და გარეგნულ ცვლილებას სრულიად საქართველო ადევნებს თვალს და მას ყველა გულშემატკივრობს.

ვინ არის თურქი ექიმი, რომელმაც ქართველ გოგონას წარმატებული ოპერაცია ჰონორარის გარეშე ჩაუტარა

ქუთაისელი მარიამის ყბა-სახის რეკონსტრუქციის ოპერაცია, რომელიც მას 20 მარტს სტამბოლში ჩაუტარდა საყოველთაო სიხარულის მიზეზად იქცა ქართულ საზოგადოებაში. შედეგით გაოცებულია თავად მედიკოსებიც. თურქი ექიმი, რომელიც პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ალთან ვაროლია, რომელიც 1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში დაიბადა. 

2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე. 2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ Power Doppler-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია. 2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. პროფესორი, დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბოლის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). cial Section Association.

მისი ერთ-ერთი წარმატებული ოპერაციის ნიმუშს გიზიარებთ, რომელიც თურქეთის ტელევიზიამ მაშინ გააშუქა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დეე როგორ მენატრები... დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით!“ - ოთო ფოლადაშვილი 

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე

⭕„სამი სერიოზული შეცდომა სამი გოლის გაშვების ფასად დაგვიჯდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია“ - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი