
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მრევლს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ. ღმერთმა ქნას საქართველოს არასდროს დაეკარგოს დამოუკიდებლობა. და არ ყოფილიყოს არცერთი ქვეყნის ხელში შემყურე.
საქართველოს ეკლესია არასდროს დაეკარგოს ავტოკეფალია, იგივე დამოუკიდებლობა და ტაძრები გადავსებულიყვეს ჭეშმარიტი მორწმუნეებით.
და ყველა ქართველი ყოფილიყვეს სულიერადაც თავისუფალი, ემართოს თავისი ცხოვრება და არ ეკეთებინოს ის რაც იცის რომ არასწორია“,- წერს სასულიერო პირი.