Digest Logo

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატივისცემით ემშვიდობება...“

1748496049
დავით ნათაძი

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ვეტერანი სპორტსმენი, მრავალი თაობის აღმზრდელი, ადამიანი, რომელმაც სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დავით ნათაძე გარდაიცვალა.

„საქართველოს სათხილამურო ფედერაცია დიდი მწუხარებით იუწყება დავით ნათაძის გარდაცვალების შესახებ.

ბატონი დავით ნათაძე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში საქართველოში.

როგორც ვეტერანი სპორტსმენი და მრავალი თაობის აღმზრდელი, იგი იყო იმ ფასეულობების მატარებელი და გამზიარებელი, რომლებიც არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ადამიანურ წინსვლასაც ემსახურება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ყველა მოთხილამურის სახელით დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატივისცემით ემშვიდობება ამ განსაკუთრებულ ადამიანს“, - წერია სამძიმრის წერილში.