Digest Logo

„საქართველოში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფხაკაძის ნათქვამი რამე, კანონში/ბრძანებაში ისახება დროთა განმავლობაში“ - გიორგი ფხაკაძე

1650608223
მედიცინის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა და მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილება მიულოცა.

„გილოცავთ, საქართველოში კიდევ ერთი ჩემი რეკომენდაცია დაინერგა.

მიხარია, რომ იმუნიზაციის საბჭოში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მეოთხე დოზით აიცრებიან.

საქართველოში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფხაკაძის ნათქვამი რამე კანონში/ბრძანებაში ისახება დროთა განმავლობაში (2-3 თვეში, ზოგჯერ, ცოტა უფრო მეტში), ოღონდ მანამდე ყველა ლანძღავს ფხაკაძეს.

მაგრამ ეს ჩინური ვაქცინები ვერ მოვაშორე ამ ქვეყანას… მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არ უნდა გამოიყენოთ ჩინური ვაქცინები …

გამოიყენეთ მხოლოდ „პფაიზერის“ ან „მოდერნას“ კოვიდ ვაქცინები.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „სვეტებზე ფრესკები შენარჩუნებულია“ - მამა შალვა ავრცელებს კადრებს ტაძრიდან, სადაც იესო ქრისტე დაიბადა

🎥 თბილისში მიკროავტობუსმა ქვეითს გადაუარა - შოკის მომგვრელი კადრები

„სიყვარულით თქმული თითოეული სიტყვა თუ სურვილი, აუცილებლად გამოაჯანმრთელებს გიორგის“ - რას წერს გიორგი გილიგაშვილის და