მსახიობი და ტელეწამყვანი - გიორგი გილიგაშვილი მძიმე სენს ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში და - ნუცა გილიგაშვილი გუშინ წერდა და ამბობდა, რომ მისმა ძმამ ოპერაცია გაიკეთა. ახლა კი ის საზოგადოებას მადლობას უხდის.
„მეგობრებო, სიყვარულით თქმული თითოეული სიტყვა თუ სურვილი, აუცილებლად გამოაჯანმრთელებს გიორგის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამდენ ადამიანს, რომელიც ამხელა ენერგიას გვივზავნით მთელ ოჯახს. ძალიან გვიყვარხართ და სულ ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ უფალმა.
„ყველა განსაცდელს, ღიმილით განვიცდი,
მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება.
ჩვენ შევიყვაროთ, ნუღარ დავიცდით
ლაღი იქნება ხვალ გათენება,
მწამს რომ იქნება ხვალ გათენება“. (გ.გ)
უფლის ნებით გათენდება ბევრი ბედნიერი დღე გი“, - წერს ნუცა გილიგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„წლის საუკეთესო წამყვანის წოდება არ მომცეს“ - რატომ არის თინა კანდელაკი ნაწყენი ქართველებზე
🔵„ევროპა რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს...“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება