
ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
29 ივნისს ილია თოფურიამ ლას-ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.
ილია თოფურია და მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები რამდენიმე თვის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.
ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.
ამჯერად ილია თოფურია სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს გვიზიარებს, რომელზედაც წერს:
„სასიამოვნოა სახლში დაბრუნება“, - წერს ქართველი ჩემპიონი.
ვიდეოში ისმის ჯორჯინას ხმა, რომელიც შვილს მოუწოდებს, რომ კი არ სცემოს მამა, არამედ ჩაეხუტოს მას.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!