Digest Logo

„გილოცავ მე-17 დაბადების დღეს...მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროს იუბილეს ულოცავს

1751529857
ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე კვირის წინ ნუცა ბუზალაძემ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – იგი დაინიშნა. მომღერლის რჩეული ცნობილი ამერიკელი მუსიკალური აგენტი, დარენ პრინსია. წყვილის სიყვარულით სავსე დღეები აქტიურად გრძელდება, რაც სოციალურ ქსელებშიც ნათლად ჩანს.

ნუცამ ახლახან „ინსტაგრამზე“ კადრები გამოაქვეყნა, რომლითაც საქმროს 57 წლის იუბილეს ულოცავს:

„გილოცავ მე-17 დაბადების დღეს, ჩემ საოცნებო საქმროს. შენი ძალა, ერთგულება და გული სხვების დახმარებაში ჩემი შთაგონების წყაროა.

შენ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება შეცვალე, შენი ფონდის მეშვეობით, არამედ გადაარჩინე და მხარი დაუჭირე ამ მოგზაურობაში ბევრ სხვა ადამიანს.

შენი ფონდი აგრძელებს იმედსა და განკურნებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

შენ ნამდვილად ღვთის რჩეული ხარ და მე მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ, რომ ამ ცხოვრებაში შენთან  ერთად ვცხოვრობ.

მე შენ უზომოდ მიყვარხარ“, - წერს ნუცა ბუზალაძე კადრებზე.

ნუცა ბუზალაძეს კომენტარებში უპასუხა დარენ პრინსმა:

„ღმერთმა არა მხოლოდ 17 წლით მაკურთხა, არამედ შენითაც“, - წერს დარენ პრინსი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NÚTSA (@nutsabuza)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი დააკავა

⭕„სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო...“ - ცნობილია, რით გარდაიცვალა ახალგაზრდა მოცეკვავე

⭕ „გუ­შინ­წინ და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და...“ - ცნობილია ისანში მოკლული კაცის ვინაობა