სოფი ლორენის შვილს კარლო პონტის ქართველი გოგო მარიამ შარმანაშვილი შეუყვარდა. წყვილმა შეძლო და ორწლიანი რომანი ამ დრომდე არ გაასაჯაროვა, ინფორმაცია არც ტაბლოიდებს დაუდასტურა.
წყვილის ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
სოფი ლორენის შვილი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც მარიამ შარმანაშვილმა ფეისბუკზე პირველი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ასეთი პოზიტიური მესიჯებისთვის და გამოხმაურებისთვის, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 სვანეთის მთები თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ გამოჩნდა - ემოციური კადრები