ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ემიგრაციაში წასული ია დავითაძე გონს მოვიდა და თვალები გაახილა. მომხდარს შოთო დიდ სასწაულს უწოდებს და წერს, რომ საზოგადოების ლოცვამ ადამიანი გადაარჩინა.
„სასწაული მოხდა, ემიგრანტი გონზე მოვიდა. უფალმა გადაარჩინოს, დავმუნჯდი მე რამხელა სიხარულია თქვენმა ლოცვამ და ვედრებამ სასწაული მოახდინა. არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გერმანიიდან ამ წუთებში ეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღე.
ია დავითაძემ თვალები გაახილა. თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა. აჰა კარგი და სასიხარულო ამბავიც.
სასწაულები ხდება, შოკში ვარ იმდენად მიხარია, ლამის ფრენა დავიწყო... სიხარულის ცრემლები მცვივა.
გერმანელი ექიმები იმედს იძლევიან.. გილოცავთ ყველას კიდევ და კიდევ, მიყვარხართ ძლიერ ვინც ასე მიიტანეთ გულთან ეს ამბავი.
ჯანმრთელად მყავდით, ყველა და სულ საუკეთესო ამბები და უსაზღვრო ბედნიერება, გდევდეთ ცხოვრების მეგზურად, უფლის მადლით.
ოჯახის სახელით გიხდით მადლობას...!!!ღმერთმა მეტი სიკეთე შეგვაძლებინოს ძალიან მაგარო ადამიანებო.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა. სასწაულები უფლის საჩუქარია და ისე გვეცხოვროს, რომ დაგვემსახურებინოს“, - წერს შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 70 წლამდე პედაგოგმა 14 წლის ბავშვს სცემა - შოკის მომგვრელი კადრები