მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მსმენელს გრანდიოზულ სიურპრიზებს ჰპირდება. 22 აგვისტოს ბათუმში მისი მასშტაბური შოუ, NUTSA’S LIVE SHOW გაიმართება, სადაც მაყურებელი სრულიად ახალ ნომრებსა და ცეკვის ელემენტებით დატვირთულ პერფორმანსს იხილავს.
იქამდე კი ნუცამ გამომწერებს დიდ ვარდების თაიგულთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა:
„მე მყავს „საუკეთესო“, საუკეთესო მეგობარი.
ძალიან იღბლიანი ვარ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, გამოდგება ნებისმიერი საქმისთვის...“ - 22 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს