Digest Logo

„საყრდენი კედელი იყავი, რამდენს ეხმარებოდი, ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე“ - თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

1751311446
ინგა თუთარაშვილი

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ინგა თუთარაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტთა იმედი“ - შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

„გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში, ინგა თუთარაშვილი, ოჯახის და სამშობლოს მონატრებული. ინგა, შენი მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს.

მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. ემიგრანტების საყრდენი კედელი იყავი, რამდენს ეხმარებოდი, ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები....

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?

ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?!

ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.

არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო, აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს…“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს - „საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“

„ულამაზესი ხარ, განსაკუთრებული“ - როგორ აფასებენ სალომე ღვინიაშვილის ახალ ფოტოებს

„ვამხელ ამბებს, რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია ვამზადებთ... შედეგი ზუსტად ერთ კვირაში იქნება“ - რა კადრებს ავრცელებს თიკა ფაცაცია