
საყვარელი სათამაშო თუ ეშმაკისეული ფენომენი - რატომ იზიდავს ასე მასობრივად ის ადამიანებს? „ლა ბუბუს“ მილიონობით სტატია თუ Tiktok ვიდეო მიეძღვნა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.
„ლა ბუბუ-ს“ პერსონაჟები ხშირად გამოიყურებიან უცხო, ელფური ან ეშმაკის სტილში - წაწვეტებული ყურებით და თვალების უჩვეულო ფორმებით. ეს ვიზუალი ზოგიერთ მორწმუნე ადამიანებში აღიქმება, როგორც „ეშმაკისეული“, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი ამაზე არ აკეთებს აქცენტს.
მაგალითად, ზოგიერთი „იუთუბერი“ ამტკიცებს, რომ „ლა ბუბუ“ ბოროტი ძალის სიმბოლოა, რომელიც მსოფლიოში ქვესკნელის ძალის გავრცელებას ემსახურება.
საქმე ისაა, რომ „ლა ბუბუ“ ქართულ ხალხურ მითოლოგიაში მართლაც ფიგურირებს, როგორც ბოროტი სულის ან ეშმაკის გავლენით შექმნილი არსება.
მის შესახებ ცნობები ძირითადად გვხვდება ფოლკლორულ თქმულებებსა და ლიტერატურულ წყაროებში, სადაც ის ბნელ ძალებთან დაკავშირებულ სიმბოლოდ აღიქმება.
მამა პაისი მთაწმინდელი თავის წერილებში, აღნიშნავდა, რომ წმინდა სულის მოქმედების ნიღაბს ხშირად უწმინდური სულები ირგებენ.
„ლა ბუბუ“ ასევე შეგვიძლია გავაიგივოთ ეშმაკის ქვასთან, რომელიც მოხვდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაში. მოთხრობა იწყება იმით, რომ სოფელში არსებობს უცნაური ქვა, რომელსაც ხალხი „ეშმაკის ქვას“ უწოდებს. ადგილობრივები მას ბოროტების წყაროდ მიიჩნევენ და გადაწყვეტენ მის განადგურებას, რადგან ამ ქვას უკავშირებენ სოფელში განვითარებულ უბედურებებსა და ზნეობრივ დაღმასვლას.
ასეთი თქმულებები და ლიტერატურული ნამუშევრები ასახავენ ხალხის რწმენას და შეხედულებებს ეშმაკსა და ბოროტ სულებზე, შესაბამისად ზოგი „იუთუბერის“ მოსაზრება, რომლებიც „ლა ბუბუს“ ეშმაკურ ფენომენად მიიჩნევენ, მთლად აზრს მოკლებული არ არის.
სად და როდის შეიქმნა თანამედროვე კოლექციური სათამაშოები „ლა ბუბუ“ ?
„ლა ბუბუ“ არის თანამედროვე სათამაშო, რომელიც შეიქმნა ჰონგ-კონგელი მხატვრის კასინგ ლუნის მიერ.
სათამაშოები, თავდაპირველად 2015 წელს სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული ტრილოგიის, „მონსტრების“ გვერდებზე გამოჩნდა. „ლა ბუბუ“ ელფური არსებებია - მსხვილი ყბითა და წვეტიანი ყურებით.
2019 წელს ჩინურმა სათამაშო კომპანიამ Pop Mart-მა დაიწყო მათი წარმოება, რამაც მათ მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. სათამაშო განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში.
რატომ იზიდავს ასე მასობრივად „ლა ბუბუ“ ადამიანებსა და ბავშვებს?
რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით აზიაში და დიდი ბრიტანეთში, „ლა ბუბუს“ შეზღუდული რაოდენობის გამოცემები ჭარბ რიგებს იწვევდა. 2024 წელს ლონდონში მაღაზიების დახურვაც კი გახდა საჭირო მომხმარებელთა ქცევის გამო, რადგან რიგებში ჩხუბი ხშირი ფაქტი იყო.
როდესაც Pop Mart-მა ლუნგის პერსონაჟზე ლიცენზია მოიპოვა და საკოლექციო, სიურპრიზ-ყუთებში „ლა ბუბუთა“ მთელი ასორტიმენტი განათავსა ამ 20-30 დოლარიანმა მისტიკურმა ყუთებმა, რომლებშიც წინასწარ, სანამ არ გახსნი, არ იცი, რომელი სათამაშო ამოგივა, მომხმარებლებს „ლა ბუბუს“ ყველა ვერსიის ძიების მოტივაცია გაუჩინა.
სწორედ ამ სიურპრიზ ყუთების გახსნა სოციალურ ქსელებში ყურებად კონტენტად იქცა.
დღეს Tiktok-ზე ჰეშთეგ #Labubu-ს ქვეშ მილიონზე მეტი ვიდეო დევს. სათამაშოს პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ცნობილი ადამიანებიც აქტიურად საუბრობენ „ლა ბუბუზე“ - პერსონაჟით თავის მოწონების განსაკუთრებულად პოპულარული გზა მისი ძვირად ღირებულ ჩანთებზე განთავსებაა.
და რადგან მოთხოვნა მუდმივად აღემატება მიწოდებას, საქმეში ჩაერთვნენ გადამყიდველები, რომლებიც „ლა ბუბუს“ ლიმიტირებულ გამოშვებებს eBay-ზე $7000-მდე აფასებენ, საწყის კოლექციებზე კი აუქციონებიც იმართება, რომლებზეც ერთი „ლა ბუბუ“ ზოგჯერ $3000-ად იყიდება.
ამით „ლა ბუბუ“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მფლობელის გავლენაზე მიუთითებს.
ეს „ტრენდული“ „ლა ბუბუ“ საქართველოშიც გამოჩნდა და ის უკვე ქართველი ბავშვებისთვისაც სასურველი სათამაშო გახდა - შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ეს დიზაინერული სათამაშოა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ეშმაკის ძალებს უკავშირდება, თუმცა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სიმბოლოების ინტერპრეტაცია, თითოეული საზოგადოების მენტალიტეტზე, რელიგიურ რწმენასა და პირად გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
„ლა ბუბუ“ შეიძლება ერთისთვის უბრალო სათამაშო იყოს, ხოლო მეორისთვის - უცხო და შემაშფოთებელი ფორმის მატარებელი ფიგურა, რომელიც ეჭვს ბადებს.
ერთ-ერთი ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი აღნიშნული სათამაშოს 7 ეგზემპლარს ფლობს.
@jasmuts27 THE LEGEND OF LABUBU THE DEVIL'S PET #fyp ♬ original sound - Jasmuts27
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: