Digest Logo

„საზოგადოებას ამ ეპოქაში სერიოზულად ტანჯავს გაუნათლებლობა...“- რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1725285607
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე წერს:

„ახლა, რა ხდება: მოკლედ, რადგან უამრავი ადამიანი მეკითხება დღევანდელი შემოდგომის მოვლენებზე, მეც ვეცდები, რომ ტრადიციულად გითხრათ სიმართლე და გადმოგცეთ ადეკვატურად სათქმელი.

დავიწყოთ იქიდან, რომ დრო საკმაოდ ცოტაა, თუმცა გაიხსნა ის ფანჯარა, ის მონაკვეთი, რომელ ეტაპზეც კაცობრიობას კიდევ უფრო მკაფიოდ აქვს რეალური შანსი კარგად გაარჩიოს საითაა თეთრი და საით ბნელი.
წლების წინ ვამბობდი, 2024 წლის შემოდგომა და წლის ბოლო იქნებოდა ერთგვარი ბეწვის ხიდივით გარდამავალი ზონა, რომლის ფრთხილად გავლის შემთხვევაშიც, ბევრი რამ დალაგდებოდა. სწორედ, ეს დროა ახლა ჩართული. სანამ კოსმოლოგიურ ბერკეტებს მოვიშველიებდე, იქამდე რამდენიმე წინადადებით შევეხოთ, თუ რა ვითარებაა ამ წამს:

დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ რაც არჩევნები მოდის და მოდის, თითქმის, მთელი დასავლეთის მასშტაბით, ამ არჩევნებმა მომდევნო 10 წლიანი გეგმა მაინც უნდა გაწეროს. ერთის მხრივ, ტრამპის მოსვლა, რომელსაც აქვს იდეალური შანსი გამარჯვებისა, მისი დაპირებები, საერთოდ არ აწყობთ ,,დემოკრატებს“, რადგანაც შესაძლოა ორი დიდი ომი ევროპა-ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უბრალოდ ჩიხში შევიდეს.

ამის საპირწონედ, ჯერ იყო და ზაფხულში აშკარად მკვლელობის პროცესი ჩაეფუშათ, ვინც მაგ ფაქტზე იტყვის რომ ეგ აზრსაა მოკლებულიო, მანდ საუბრის გაგრძელება უკვე უაზრობად მიმაჩნია. მეორე კი ის მომენტია, რომ ამჟამინდელი დასავლეთი მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება დაიძაბოს ბრძოლის ველი, რადგანაც თვით მოსულ ტრამპსაც კი გაუჭირდეს პროცესების მართვა.

ამას ემატება უკრაინული წინსვლები და ფრონტის ხაზიდან ზეწოლა. გუშინ დაიბომბა მოსკოვის „კავშირის თბოელექტროსადგური“ და სულ 15 რეგიონი. ჯამში უკრაინელებმა 158 დრონი გაუშვეს, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა. ამ ყველაფრის ფონზე კი რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება გააკეთა სიტყვებით: „enough, enough”! (საკმარისია! საკმარისია!) სერგეი ლავროვი - ბოლო სამი დღეა აქტიურად საუბრობს ატომურ წვრთნებზე.

მძიმე საუბრობები მიმდინარეობს ამერიკული „The MGM 140-Atacams” ტიპის შორმასშტაბიანი საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე, რაც ოფიციალურ კიევს იმის უფლებას მისცემს, რომ რუსეთის ცენტრალური ტერიტორია დაბომბოს, დასავლეთი ამაზეც ნაკლებად ყოყმანობს და ვფიქრობ მალე გამოიყენებენ ამ იარაღსაც.
სოციალური მედიის ფრონტზე კი ჩვენი ფეისბუკის ავტორის: „მარკ ცუკერბერგის“ საჯარო ბოდიშიც ვიხილეთ. ზოგადად, მარკი უკვე იჭერს იმ პოზიციებს, რომელიც მისთვის იქნება მოგებიანი და საერთოდ არაა გასაკვირი, ეს ბოდიში კი ბევრ რამეში წაგვადგება სამომავლოდ.

ამის პარალელურად, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? ზოგიერთ მათგანს ჰგონია რომ მანდ ბრძოლა გაჩერდა ან მორჩა. ამპარტავნულად ნუ გამიგებთ, თუმცა ნამდვილად არ მგონია ჩემზე უკეთ ვინმემ იცოდეს რა ხდება ებრაულ და ირანულ კლანებს შორის, მაშინ, როცა ორივე დიასპორას აქტიურად ვადევნებ თვალს.
ისრაელი უკვე რინგზეა და ყველა ღონეს იხმარს, რომ რაც შეიძლება დროულად შემოვიდეს ირანი ამ კონფრონტაციაში. რატომ? პასუხი მარტივია, პირველი იმიტომ, რომ ნეთანიაჰუს საკუთარ ქვეყანაშიც უამრავი მტერი ჰყავს და ყველა ხვდება, რომ ამ არჩევნებში ძალიან გაუჭირდება, ხოლო მეორე კი ის, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული განგაშია შემოკრული, რადგანაც ირანმა ურანის მიღების წყაროები ასმაგად დააჩქარა, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდი:

ირანი, მაშინ შევა რინგზე, როცა მზად იქნება. დაჩქარებულია ატომის ჩამოყალიბების პროცესი, შესაბამისად, როგორც კი ზურგის სახით, მათ ექნებათ დამცავი, ის აუცილებლად იომებს და ამ ომში შეუძლია ბევრი გაიყოლოს კიდეც. ასე რომ, რაც გვიან დაიწყება ირან-ისრაელის საომარი კონფლიქტი, ეს მით უარესი და მით უფრო დიდ პლუსში იგდებს სტრატეგიულად ირანი ამით თავს.

შეუჩერებლად მიდის „Fatih 360” ტიპის ცდა, რომელიც სპარსული საბრძოლო მასალის ბრენდადაა ქცეული. ირანულ ფათიჰებზე ამ ბრძოლაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ცნობილი წინასწარმეტყველის, საკმაოდ დიდი ისტორიული პიროვნების, „ალოის ირმეიერის“ სიტყვები მახსენდება სულ ამ ომზე, რომელიც ამბობდა რომ მესამე მსოფლიო ომი გაცხადებულად მაგ მიწაზე დაიწყებოდა:
„ახლო აღმოსავლეთში მოკლავენ ცნობილ პიროვნებას, (ისმაილ ჰანიე) რასაც დიდი ნგრევა მოჰყვება. აღდგება სახელმწიფო სახელმწიფოზე“. ამიტომ, ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ვინც ხანგრძლივი დროით აპირებთ ირან-ისრაელის მიმართულებით წასვლას, არ გირჩევთ, იყავით ფრთხილად და ორი კაპიკის გამო ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში.

მაშასადამე, რაც არჩევნები ახლოვდება მსოფლიოში , ისევ და ისევ, იდეოლოგიური პოზიციების განმტკიცების გამო, უსერიოზულესი დაწოლა იქნება საომარ ხაზზე და არაა გამორიცხული მიზნის მისაღწევად ნებისმიერი კალიბრის იარაღი იქნეს გამოყენებული.

რაც შეეხება კოსმიურ ბერკეტებს - 4 წლის წინ რომ ვთქვი, არ შემიცვლია მოსაზრება და ახლაც იმავეს გავიმეორებ: 2025 წლიდან ჩვენ სულ სხვა რეალობაში გავიღვიძებთ, მაგრამ აი თუ როგორში? ეს ჩვენზეა დამოკიდებული!
ახლა, პლუტონის რეტროგრადული მოძრაობა გვაქვს. ოქტომბრის ბოლომდე იმოძრავებს უკუსვლით, რაც აუცილებლად წამოწევს წინა პლანზე მორიგ პოლიტიკურ საკითხებს: მათ შორის, არჩევნებს! ეს არჩევნები, დიდი ალბათობით, მოიტანს მასობრივ შეჯახებებს და აქ უნდა გაირჩეს საბოლოოდ ვის რა სურს და რამდენი ხნით. თუმცა დიდი დაძაბულობების პარალელურად, საქართველოს სიკარგისკენ სვლა შეუძლია.

პლუტონი, შემდგომ ისევ წავა მერწყულში და წავა უკვე საბოლოოდ 20 წლით და მომდევნო 20 წელი, ზოგადად, დედამიწისთვისაა გადამწყვეტი. ბოლოს, ეს უკანასკნელი, 2 საუკუნის წინ მოძრაობდა მერწყულში, ხოლო ამ მოძრაობამ რა შექმნა?

გახსოვთ წარსულიდან, ალბათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში 1800-იანი წლებიდან იწყება იმპერიების დამხობა, მეფე - უზენაესობის მოშლა და იბადება პირველადი ნიშნით კოალიციური საპარლამენტო სისტემემბი.
ჩვენს რეალობაშიც, დადებითად განვითარების ამბავში, მაღალია შანსი იმისა, რომ შეიქმნას სახალხო მოძრაობები, მეტი ზრუნვა იყოს ერებზე, მეტი დახმარება და ევოლუცია ნებისმიერ სფეროში, ხოლო უარყოფითად განვითარების შემთხვევაში კი მივიღებთ მსოფლიოს გაერთმნიშვნელიანებას, არაა გამორიცხული მსოფლიოს არჩევნებიც კი ვნახოთ, რაშიც მონაწილეობას არ გირჩევთ და ყველა ეს მოვლენა იქნება ასოცირებული და მართული ცრუ ძალების მიერ!

ასე რომ, საით წავა კაცობრიობა, ახლა დგება და წყდება დედამიწის ბედი. ერთგვარი საბოლოო გზაჯვარედინის ეტაპზე ვართ მისულნი. მოვიდა შემოდგომა და წამზომიც ჩართულია.
ჩემი მიზანი არაა ვინმეს დაფრთხობა და შეშინება. ჩემი მიზანია ხალხის მასებამდე რეალური ინფორმაციის მიტანა! რაც ესოდენ აკლია დღეს სოციუმს!

საზოგადოებას ამ ეპოქაში სერიოზულად ტანჯავს გაუნათლებლობა! მე არ მაქვს ვინმეს განათლებაზე პრეტენზია და არც ამის სურვილი არ გამაჩნია, თუმცა ელემენტარული სიმართლის თქმის პლატფორმები მაინც უნდა არსებობდეს!
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს! დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მენატრები და სულ მჭირდები“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს

„რა სამწუხაროა, იცხოვრო იმ გარემოში, სადაც სიკეთეს - შურით სიყვარულს - ღვარძლით, სიმღერას - გინებით, სიმართლეს - ტყუილით პასუხობენ“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

„მადლობა აგვისტოს“ - ლიკა ევგენიძე ახალშობილის ფოტოებს გვიზიარებს