
„ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე, ყველამ იცის ქართველი ქალის, ქეთი ეგიდუნაშვილის შესახებ. იგი ცნობილია, როგორც სიმღერების მოყვარული ადამიანი. მას უკავშირდებიან და სთხოვენ სიმღერას, შესრულებაში კი ჰონორარსაც ურიცხავენ. მის ვიდეოებს, მილიონობით ნახვა აქვს.
ცოტა ხნის წინ „ტიკტოკერი“ გათხოვდა, მისი რჩეული კახელი კაცი, უჩა ჭაპაშვილია, რომელიც ცოლთან ერთად ვიდეოებში ხშირად ჩნდება.
წყვილის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ქეთი ეგიდუნაშვილის და მისი მეუღლის ფოტოები გაავრცელა და ხალხს მათზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა:
„სრულიად სერიოზულად ვკითხულობ - ეს, ხალხი ვინ არის?! მართლა ასე გაინტერესებთ ამ ხალხთან ჩემგან ჩაწერილი სერიოზული ინტერვიუ?!
ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, ვინც გიჟ ირმასთან ჩაწერა თავის დროზე სერიოზული ინტერვიუ... ასევე პირველი ვარ, ვინც ოჯახის ყველა წევრის მკვლელ ახალგაზრდა ქალს ესაუბრა სერიოზულად.
17 წლის უკვე პროფესიონალი მეძავი აალაპარაკა ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუში და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ...
მაგრამ ახლა მართლა არ ვიცი ვინაა ეს ხალხი და რატომ გაინტერესებთ მათთან სერიოზული ინტერვიუს მოსმენა და იქნებ მომცეთ მასალა - ვინ არიან და რატომ აინტერესებს ხალხს ისინი?!“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე შენზე გაბრაზებული ვარ...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნას უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს