Digest Logo

🎥 „შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – მსახიობ ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ

1735370471
ზურა ბერიკაშვილი

სოციალურ ქსელში რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთისიაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებენ და წერენ რომ 28 დეკემბერი მათთვის მძიმე აღმოჩნდა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ დღეს მსახიობი ზურა ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ ცდილობდნენ მის გადარჩენას:

„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი... დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო“, - წერს სანდრო ელოშვილი.

ემოციურ კადრებს აქვეყნებს ზურა ბერიკაშვილის დისშვილიც და იხსენებს როგორ გაიგო ბიძის ავადმყოფობის შესახებ:

„შარშანდელი 28 დეკემბერი ყველაზე სურეალური დღე იყო ჩემ ცხოვრებაში.
ჩვეულებრივად დაიწყო - ჩავიცვი, დავიხურე, სამსახურში წავედი.

დაახლოებით პირველის ნახევარზე თამარმა (ალექსანდრეს ძიძამ) დამირეკა ზურას გული გაუჩერდაო. ვიფიქრე ზურა თამარის ახლობელია ვინმე, რომელიც ცუდად გახდა და მაფრთხილებს რომ უნდა წავიდესთქო.
ტელეფონი გავუთიშე უცებ, გაუცნობიერებლად.

რომ გადავრეკე, მანანა ახსენა და ამით მივხვდი ვიღაც ჩვენიან ზურაზე იყო ლაპარაკი.
მერე გავშეშდი, გავშტერდი, მერე ტირილი დავიწყე, სრულიად გაუცნობიერებლად ჩავიცვი, დავიხურე და წავედი.
არც გზა მახსოვს, არც ის მახსოვს, როდის გავაცნობიერე რომელ ზურაზე იყო საუბარი, ვისი გული გაჩერდა.
ამ 28 დეკემბრის მერე, 9 თვიანი ბრძოლა იყო, იმედი იყო. ბოლო წამამდე გვჯეროდა. რომ გარდაიცვალა ეს 9 თვე გაქრა წამივით და ზუსტად ასეთი სიცოცხლით სავსე ზურას წასვლას ვერ შევეგუეთ ვერავინ.
არც არასდროს ვაპირებ იმიტომ, რომ ის აქ არის“, - წერს ანანო მაისურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებს - ვის რა ფერის სამოსი უნდა ეცვას ახალ წელს

⭕ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

2024 წლის ტრაგედიები, რამაც ქართველი საზოგადოება ერთი ტკივილის ქვეშ გააერთიანა