Digest Logo

„შეძელით ლამაზი, რომანტიკული, ლაღი ფეხბურთი გეთამაშათ, სწორედ ის, რაც ასე გვენატრებოდა ყველას“- გოგა ჩანადირი ჩვენს ფეხბურთელებზე

1719731883
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს.

„რა ვიცი, ბიჭებო, მრცხვენია კიდეც, ისევ გამარჯვება გთხოვოთ და თან ვისთან? - ესპანეთთან.
ანდა, რომც არ მრცხვენოდეს, თქვენ ისედაც ყველაზე მეტად გინდათ მოგება და მეოთხედფინალში გასვლა.
მე გულიანად გულშემატკივრობას გპირდებით.

ისევ ისე, ამაყად და ლაღად, თავაწეულებმა ითამაშეთ.

ვის, ესპანელ ფეხბურთელებს როგორ უნდა შევუშინდეთ? მერე, რა, რომ ბევრი ვარსკვლავი და ტიტულოვანია მათთან? ვისზე ნაკლები ხართ?

რონალდუზე მეტი ახლა მაგათთან მაინც არავინ არის და მაგას და მაგის პორტუგალიას რა ანგარიშით დაუმთავრეთ, მთელმა მსოფლიომ ნახა.

ადლმიდით და ითამაშეთ თავისუფლად, ისე, როგორც პატარა ბიჭობაში თამაშობდით, სახელებს რომ არ უყურებდით და ბურთაობით სიამოვნების მიღება და გოლის გატანა გინდოდათ.

ასეთ დროს წინ ვერაფერი დაგიდგებათ. იცით, რა გულიანად გიგულშემატკივრებთ? იცით, რამდენნი ვიქნებით? და მხოლოდ ჩვენ? მთელ მსოფლიოში გადევნებენ თვალს, უამრავი ქომაგი მოგემატათ, იმიტომ, რომ მხოლოდ თქვენ შეძელით ლამაზი, რომანტიკული, ლაღი ფეხბურთი გეთამაშათ, სწორედ ის, რაც ასე გვენატრებოდა ყველას.

დიახ, ყველა აღიარებს, რომ თქვენ გარეშე ევრო 2024-ს ფასი და სილამაზე არ ექნებოდა.

თქვენ უკვე დიდი ისტორია დაწერეთ.

ჰოდა, გააგრძელეთ ისტორია.

ჰოდა, დღესაც გაილაღეთ ბიჭებო!

ამის თხოვნა კი ნამდვილად არ მრცხვენია.

დღესაც აღაფრთოვანეთ გულშემატკივრები.

ისიამოვნეთ ყოველი წუთით, ისიამოვნეთ ფეხბურთით!

ყველაფერი გამოგივათ.

ილაღეთ და გაილაღეთ, ბიჭებო!

წინ, საქართველო!“, - წერს გოგა ჩანადირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

⭕„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ - ესპანელთა მთავარი მწვრთნელი

⭕„ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია“ - გიორგი ქოჩორაშვილი