სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ცნობილი დიზაინერის, კოკო შანელის ჩანაწერებიდან ამონარიდს გვიზიარებს:
„კოკო შანელის ჩანაწერები:
კოკო შანელი მალავდა სტილის მთავარ საიდუმლოებებს, რომლებიც მოგვიანებით მის დღიურში იყო ნაპოვნი.
„ელეგანტურობა - ნიშნავს არა იყო ყველასგან გამორჩეული, არამედ ყველასთვის დასამახსოვრებელი“.
დღიურებში ის წერდა:
„ადამიანები ფიქრობენ: რაც უფრო ძვირია - უკეთესია. რაც უფრო კაშკაშაა - მით უფრო მოდური. მაგრამ ნამდვილი სტილი ის არის, როცა ამახსოვრდები არა კაბით ან ძვირად ღირებული კოსტიუმით, არამედ იმით, თუ როგორ გრძნობ თავს ამ ტანისამოსში.
ტანსაცმელი უნდა მუშაობდეს ჩვენთვის და არა ჩვენ მისთვის“.
„გასვლის წინ ჩავიხედოთ სარკეში და მოვიხსნათ ერთი რამ“.
ეს კოკო შანელის ოქროს წესი იყო, რომლის შესახებაც ის არავის უყვებოდა.
„ქალებს ეშინიათ გამოიყურებოდნენ უბრალოდ. ამის გამო, ზედმეტად გადაპრანჭულები ან გამომწვევები არიან. სამაჯური + საყურეები + ყელსაბამი + გულსაბნევი. მოვაშოროთ ზედმეტი! დაე დარჩეს ერთი დეტალი. ერთი, მაგრამ საინტერესო და თვალში მოსახვედრი.
ნაკლები - ყოველთვის უკეთესია“.
„შავი ფერი - არ ნიშნავს გლოვას. ეს არის ფონი, რომელზედაც ჩვენი ხასიათითა და თვისებებით ვბრწყინავთ“.
დღიურებში შანელი წერდა:
„მე მსოფლიოს შევაყვარე შავი ფერი არა იმიტომ, რომ ის ჩემი ფავორიტია, არამედ იმიტომ, რომ ამ ფერში შეუძლებელია გამოიყურებოდე ვულგარულად. შავი პატარა კაბა - სუფთა ფურცელია. შენ კი მის ფონზე - ხელოვნების ნიმუში“.
„ფუფუნება - ეს არის არა ოქრო და ბრილიანტები, არამედ ტანისამოსი, რომელიც სხეულზე ზუსტადაა მორგებული“.
საიდუმლო, რომელსაც შანელი ძალიან დიდი ხანი ინახავდა:
„შეგიძლია ჩაიცვა კაბა, რომელიც მილიონები ღირის, მაგრამ თუ ის სხეულზე ზუსტად არ ზის, იაფფასიანის შეხედულება გექნება. ამასთან, შეიძლება გეცვას უბრალო კაბა, რომელიც ხაზს უსვამს შენი ფიგურის სილამაზეს - აი ამ დროს დედოფალივით გამოიყურები.
შევისწავლოთ ჩვენი ფიგურა, შევიყვაროთ ის, შევიმოსოთ მისთვის და არა მის საწინააღმდეგოდ“.
„სუნამო შევისხათ იქ სადაც გვინდა, რომ გვაკოცონ“.
სურნელების მთავარი წესი შანელმა საიდუმლოდ ჩაიწერა: „შენს სუნამოს უნდა გრძნობდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც გეხუტება. კარგი ტონი არ არის - თუ ჩვენი არომატი მთელს ოთახში იგრძნობა. სუნამო - ინტიმურობაა და არა რეკლამა“.
„მოდა მიდის. სტილი კი სამუდამოდ რჩება“.
მისი დღიურის ბოლო ჩანაწერი: „ნუ გავეკიდებით ტრენდებს. ვიპოვოთ ის, რაშიც ყველაზე კარგად გამოვიყურებით და ვაქციოთ ის ჩვენ ხელწერად.
ჩვენ უნდა გვიცნონ არა იარლიყითა და დასახელებებით, არამედ იმით, თუ როგორ შეგვიძლია ვატაროთ უბრალო ნივთები. სტილი - არის არა ტანსაცმელი, არამედ დამოკიდებულება საკუთარ თავთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: