იაკო ჭალაგანიძე - ჟურნალისტი და ინფლუენსერია, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა კოტე მათითაშვილთან პოდკასტში აქ ● AQ.
მან ისაუბრა წონის კლების შესახებ, რომელიც პანდემიის დროს დაიწყო და 70 კილომდე დაიკლო. დღეს მისი ენთუზიაზმი, მონდომება და, რაც მთავარია, შედეგი, ბევრისთვის გახდა წონის კლების მოტივაცია.
მან წონის კლება ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე მოახერხა, 18-საათიანი დიეტით.
პოდკასტში იაკომ ისაუბრა იმ პლასტიკური ოპერაციების შესახებ, რომელიც წონის კლების შედეგ გაიკეთა.
„გადავწყვიტე წონის კლების შემდეგ პლასტიკური ოპერაცია. დავრეკე ერთ-ერთ კლინიკაში იანვარში და თებერვალში უკვე მინდოდა ოპერაცია.
პირველ ეტაპზე გავიკეთე მუცლის და მკერდის პლასტიკური ოპერაცია ერთად, 7 საათი ვიყავი ნარკოზში. ჩემ თავს ვამხნევებდი, რომ სრულიად ახალი ადამიანი გავიღვიძებდი. კი მქონდა ამხელა წონა უკვე დაკლებული, სადღაც 80 კილო ვიყავი უკვე, რომ გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ არ მეტყობოდა.
ოპერაცია როდესაც დასრულდა და გავიღვიძე, პირველი ვიკითხე აღარ მაქვს აქ არაფერი? და მითხრეს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეგ დღე იყო, რომ მართლა სხვა ადამიანი ავდექი, მეც არ მჯეროდა სარკეში, რომ ვიყურებოდი.
ამ ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ კი გავიკეთე ხელების ოპერაციაც. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი ამდენსაათიანი ოპერაციისთვის და ამიტომ ვეუბნები ყველას, როდესაც რაღაც გულით გინდა, ყველანაირ წინაღობას, რაც შეგხვდება გადააბიჯებ.
8 საათიანი ოპერაცია გავიკეთე გამომწერეს მეორე დღეს. გამოწერიდან მესამე დღეს წავედი დაბადების დღეზე. მუცელი, მკერდი შეხვეული მქონდა, რომ ვერ უნდა დადიოდე ადამიანი ისე ვიყავი, მე კი იმდენი ვიცეკვე ნაკერი გამეხსნა“, - ჰყვება იაკო ჭალაგანიძე.
მან ასევე ისაუბრა მის ახლანდელ რუტინაზე, თუ რას აკეთებს ამ 6 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც დაიკლო.
„6 წლის მანძილზე არ ყოფილა დღე, რომ დილით არ ამეწონა. შენი თავი უნდა აკონტროლო ყოველ დღე“, - ჰყვება იგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ დღეს ღამით სურბსარქისია! - მარილიანი კვერის ჭამისა და საბედოს დასიზმრების დეტალური ინსტრუქცია