Digest Logo

„შეგიძლიათ ზეციდან ვინმემ – მიმანიშნოთ მაინც, ასეთი რა შევცოდეთ წინა ცხოვრებაში ჩემმა თაობამ” – გურამ შეროზია

1645859136
ბლოგერი გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე დაძაბულ ვითარებას სოციალური ქსელით ეხმიანება. ამასთან, შეროზია ხაზს უსვამს, თუ რამდენ სოციალურ და გლობალურ პრობლემებს გადააწყდა მისი თაობა, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.

„ამ დედააფეთქებულ სამ ათწლეულზე ოდნავ მეტში, მოვესწარი:

– ორ ომს ჩემივე ქვეყანაში
– მესამე ომს, რომელსაც საკუთარზე არანაკლებ განვიცდი
– უშუქობას, უწყლობას და „კრუშკით“ ბანაობას
– კორუფციას და ბირჟის ძველი ბიჭების წაყვანილ „პარადს“
– საბჭოთა კავშირსაც, რევოლუციასაც
– დაუსრულებელ პამდემიასაც და 2022 წელს დაჩიპვაზე სერიოზულად საუბარსაც
– და ისევ და ისევ ომსაც და უკვდავ „უხსენებელს“…

შეგიძლიათ ზეციდან ვინმემ – მიმანიშნოთ მაინც, ასეთი რა შევცოდეთ წინა ცხოვრებაში ჩემმა თაობამ, რომ ბარემ ერთიანად გამოვისყიდოთ და დაგვასვენოთ ოდესმე?!“, - წერს შეროზია.