Digest Logo

„შეგვიძლია დავტკბეთ მომატებული დღის ხანგრძლივობით, მზის მშვენიერი ამოსვლით და ჩასვლით, წინ დიდებული უქმე დღეები გველოდება“ - ამინდის პროგნოზი

1677232073
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს და ამბობს, რომს საქართველოს უმეტეს ნაწილში არაჩვეულებრივი, მზიანი და თბილი უქმეები იქნება.

„მშვენიერი შაბათ-კვირა, საქართველოში წინასაგაზაფხულო ამინდები იწყება.

წლევანდელი თებერვალი საკმაოდ ცივი და უხვთოვლიანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისთვის, თუმცა ეს თვეც თითქმის მიილია და სეზონი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
საქართველოში უახლოეს დღეებში, თბილი ჰაერის მასების შემოდინება იქნება დომინანტური, ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული უღრუბლო მზიანი დღეები.

ხვალ 25 თებერვლიდან დასავლეთში და ზეგ 26-იდან აღმოსავლეთში დაიწყება საგრძნობი დათბობა, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მშრალი დღეები.

ერთადერთი გამონაკლისი იქნება ხვალ ზემო იმერეთი და კოლხეთის დაბლობი, სადაც ხვალ აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, მაგრამ ზეგიდან აქაც მშვიდი ამინდია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი საქართველოში 4-5 დღეს გაგრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანი გაავდრება შემდეგაც არ არის მოსალოდნელი.

ასე, რომ ხვალიდან მოწმენდილი ამინდის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ მომატებული დღის ხანგრძლივობით, მზის მშვენიერი ამოსვლითა და ჩასვლით, წინ დიდებული უქმე დღეები გველოდება.

P. S.
ზედმეტი და სულელური კითხვები არ დამისვათ! ან რაც აქ წერია პირად მიმოწერაში იგივე არ მკითხოთ!“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔵„15 წუთის განმავლობაში გულის მასაჟით გააცოცხლეს. ტიროდა ყველა და ვტიროდი მეც. ხალხში სიფრიფანა გოგო გამოერია, პეპელასავით დაფრინავდა“ - რა მოხდა „წერეთლის“ მეტროში

🎥 „მივდივარ საავადმყოფოში, უნდა გავიკეთო გამოკვლევები. ბოლო ერთი წელია სულ ექიმებში დავდივარ“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

🎥 „ავიღე საკანცელარიო დანა, რომლის მეშვეობითაც მოვიჭერი მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი და გადავყლაპე“ - შოკის მომგვრელი ამბის შემზარავი დეტალები