Digest Logo

🎥 „შეიძლება ჩემმა ვიდეომაც სხვაზე ცუდად იმოქმედოს, რადგან არის მდგომარეობები, როცა ამასაც ვერ აკეთებს მშობელი...“ - რას წერს ნუცა ცისკარიშვილი

1725519145
ნუცა ცისკარიშვილი

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს.

ამჯერად მან შვილის პირველი და ოქროს დაბადების დღის ვიდეო გამოაქვეყნა.

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ჰოდა მეც მივყვები ამ პრინციპს და გიზიარებთ ორი თვის დაგვიანებით დაჩის ოქროს და პირველი დაბადების დღის ვლოგს.

მართალია ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა ჩემი შვილის დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გვიფიქრია ან დაგვიგეგმავს..

1 ივლისამდე, ანუ დაბადების დღემდე ძალიან განვიცდიდი, ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი… ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს ვუკეთებდი ჩემს ნანატრ ბიჭს და შინაგანად მანგრევდა ეს ფაქტი..

როგორც თითქმის ყველას, ისე მეც მინდოდა რომ რაღაც ჯადოსნური და განსაკუთრებული გამეკეთებინა, ორიგინალური და პომპეზური.. მაგრამ ვერ შევძელი..

ვერ შევძელი ბევრი მიზეზის, გარემოების, ჩემი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ფონის გამო..
ვერ შევძელი და თავი ვერ მოვაბი.. და რომ არა ეს ადამიანები ვინც ვიდეოში ჩანს, ამასაც ვერ ვერ ვიზამდი დიდი ალბათობით.. ახლა მიკვირს, რა დამემართა იმ პერიოდში ვერ გამიგია..

არ ვიყავი ჩვეულ ფორმაში - გადაღლილი, დაცლილი, ბევრ საქმეში ჩაკარგული, ჩემთვის ყველაზე ძვირფას დღე ვერ ვგეგმავდი და ეს ძალიან მწარე რეალობა იყო ჩემთვის..

საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ვაზვიადებდი, რაღაც ზედმეტად განვიცდიდი და დრო იყო რომ რეალობას დავბრუნებოდი, ის სინანული რაც დარდად მქონდა გულზე უნდა მომეშორებინა..

დიახ, ვიცი ვიდეოში არ მეტყობა ეს ყველაფერი რაც დავწერე, მაგრამ ეგეც რეალობაა რომ რასაც ვხედავთ ყოველთვის იმალება იმის უკან რაღაც, რაღაც რაც ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდება ნანახისგან  
ეს დარდი კი ალბათ დღევანდელი წუთისოფლის დამსახურებაა, სადაც სოციალურ სამყაროში ყველაზე ყველაფერი ვიცით და ხშირად ჩვენც გვინდა “მათსავით” .. სულ ვცდილობ და ვაკონტროლებ თავს რომ დავეტიო ჩემს კანში და სხვების ცხოვრებას არ ვუყურო, არც ვუყურებ ძირითადად მაგრამ ეს ბავშვების დაბადების დღეების საკითხი რაღაც სისუსტე აღმოჩნდა ჩემთვის .. დიახ, შეიძლება ჩემმა ვიდეომაც სხვაზე ასევე ცუდად იმოქმედოს, რადგან არის მდგომარეობები, როცა ამასაც ვერ აკეთებს მშობელი..

მოკლედ ჭაობია, და ჩვენ ყველა ამ ჭაობის ნაწილი ვართ, სადაც ერთხელ თუ შემოაბიჯებ რთულია თავის დაღწევა..
ბოლოს კი - ჯანმრთელობის ფასი არაფერია და სისულელეებზე ფიქრს და დროის ხარჯვას უნდა მოვეშვა !
მადლობა უფალს თითოეული დღისთვის“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უბედურება მგონია საკუთარი კულტურის უგულებელყოფის ხარჯზე უცხოსკენ წაპოტინება, მამული ცუდი სიტყვაა?“ - რას წერს გოგა ჩანადირი

ცნობილია, როდიდან შეიცვლება ამინდი მკვეთრად

🎥 „ძალიან ცუდი დღეა ღალატისთვის, რადგან შეიძლება ძალიან მწარედ დავისაჯოთ“ - 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან