Digest Logo

„არსებობს მარტო ერთი იმედი, ერთადერთი კარები, რომელსაც თუ მოახერხებ და გააღებ, მაშინ...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი

1784537544
ნუცა შანშიაშვილი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

ამჯერად მომღერალი ემოციურ, სულიერებითა და იმედით სავსე მიმართვას აქვეყნებს. იგი რწმენის, შინაგანი სიმშვიდისა და იმ განსაცდელების გადალახვის შესახებ წერს, რომლებსაც თითოეული ადამიანი ცხოვრების გზაზე აწყდება.

„ადამიანის მარტოობას ავსებს მარტო შემქმნელის არსი!

მაშინ როდესაც ცხოვრება გაურკვეველი სისწრაფით მიქრის, როდესაც ვერ ერევა შენი ფსიქიკა გარემო დარტყმებს, უძლურია ის სამყაროს მოვლენების მიმართ, ყოველთვის იცოდე, რომ შემქმნელის ხელი შენს თავზეა!

არსებობს მარტო ერთი იმედი, ერთადერთი კარები, რომელსაც თუ მოახერხებ და გააღებ, მაშინ ყოველივე ცუდი დარჩება უკან, ის ვეღარ დაგეწევა შენ, რადგან სინათლისაკენ მიმავალი ადამიანი ხდება სულიერი უსასრულობის ობიექტი, მასში იღვიძებს ისეთი რწმენა, რომელიც შეუდარებელია. ის გაძლევს შენ სიმშვიდეს, გამძლეობას, ძალას, სიყვარულს, რწმენას, ერთობას, იმედს და უსასრულო დიდ შემართებას იმისა, რომ შენ ხარ უკვდავი მარადიული სიყვარულის ნაწილი!

მიუხედავად სევდისა, რომელიც ალბათ გვრჩება, იმიტომ, რომ შემქმნელის ნაწილია ეგ გრანდიოზული ლამაზი სევდაც, შენ მაინც მიდიხარ და არ ჩერდები შენი ვარსკვლავისაკენ! იქ, სადაც იდუმალებით სავსე მთვარე ეფერება მხურვალე ლამაზ მზეს, იქ, სადაც შენ ხარ ის ვინც იყავი იქამდე, სანამ მოხვიდოდი აქ, ამ პაწაწინა და ულამაზეს დედამიწაზე!

იარე ადამიანო! შენი მფარველი ღმერთია! ანგელოზები გიქარგავენ გზას, მოლოდინითა და სიამტკბილობით სავსეს! იარე ოღონდ ნუ გაჩერდები!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

გეგმების ცვლილება, სირთულეები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 20-26 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

„ტეხავს მძღოლთან, მიმტანთან, გამყიდველთან (შენობით) „ბლატაობა...“ - რას წერს ლევან შელეგია

„დასრულდება რთული, დამღლელი პერიოდი და დაიწყება გამოჯანმრთელების ეტაპი“ - 20 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი