
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლდათ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ ახალს ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს:
„მარიამის ვიზიტი ალთა ექიმთან და მედეა იობაშვილთან.
როგორც ექიმმა გვითხრა ყველაფერი კარგად არის და უკვე შეიძლება მარიამისთვის ბრეკეტების გაკეთება.
ბრეკეტების პრობლემაც იქვე მოგვარდა და შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ კომპანიას, რომელიც მარიამს უფასოდ გაუკეთებს ბრეკეტებს“, - წერს დანტესი ვიდეოზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაუმარჯოს ლეგენდას!...“ - ნინი შერმადინი ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს
⭕„იუბილარი ბიჭი კარგად გამოიყურება...“ - გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „შენ არ გემარჯვებოდა არაფერი...“ - 3 ივლისს „სხვა რაკურსის“ სტუმარი გია ჯაჯანიძის დედა იქნება