ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა შაორის ტბიდან ულამაზეს კადრებს აქვეყნებს და წერს:
„შემოდგომა ყველაზე ლამაზი მაინც შაორთან არის.
შემოდგომას ყველგან თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ რაჭაში, შაორის წყალსაცავთან, ის სულ სხვა მასშტაბსა და სიღრმეს იძენს. ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მეწამული ტონები ისე ერწყმის ერთმანეთს.
ამ სილამაზის მთავარი ხიბლი მაინც წყლის სარკეშია. დგახარ ნაპირზე, უყურებ ამ ოქროსფერ ანარეკლს და ხვდები, რომ ამაზე დიდ სიმშვიდეს ვერსად იპოვი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს არის პირდაპირ ტრაგედია“ - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე