Digest Logo

„შემთხვევით არაფერი მოდის გონებაში, ხშირად ყველაზე ქაოსური და ალოგიკური აზრების მიღმა, დათრგუნული ემოციების მთელი კასკადია“ - ნონა ხიდეშელი

1787750475
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:

„ნებისმიერი ფიქრი, რაც გონებაში შემოდის, განსაზღვრავს ქცევას, სამყაროს აღქმასა და საბოლოოდ ცხოვრებას.

ასე რომ მოუსმინეთ საკუთარ ფიქრებს, მათ მიღმა უზარმაზარი შეუცნობელი წყვდიადი დგას, დიდი არქიტექტორი ჩვენი ცხოვრების.

შემთხვევით არაფერი მოდის გონებაში, ხშირად ყველაზე ქაოსური და ალოგიკური აზრების მიღმა, დათრგუნული და განდევნილი ემოციების მთელი კასკადია, რაც გაცნობიერებას მიელტვის, ყველაფერი რაღაც გარკვეულ წესრიგისკენ მიისწრაფვის და ეს წესრიგი ადამიანის თვითრეგულირებადი ფსიქიკის თანდაყოლილი ფუნქციაა.

გვინდა ეს თუ არა, ფსიქიკა მთლიანობას ეძებს“, - წერს ნონა ხიდეშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მუხლის ართროზის მქონე პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ნაკლები ტკივილი აქვთ მაშინაც კი, როდესაც მათ მხოლოდ მუხლის კანი გაუჭრეს“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕28 აგვისტოს მნიშვნელოვანი მთვარის დაბნელებაა – რა ცვლილებებსა და მოულოდნელ მოვლენებს უნდა ველოდოთ

⭕ალექსანდრა პაიჭაძე შავ სექსუალურ კაბაში პოზირებს - „დაცემა ქალი“