Digest Logo

„შენ არ ჩაგიფიქრა ღმერთმა იმისთვის, რომ ყავა დალიო, დაიძინო, გაიღვიძო, გაიზმორო, რაღაც ბიზნესი აკეთო...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1765611301
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ადამიანი მაშინ ხდები როცა მაზიარებელი ხარ, იმიტომ, რომ ამ დროს ქრისტე შემოდის შენში და შენში შემოდის მარადიული სიცოცხლე, ანუ შენ იმ მდგომარეობაში მოდიხარ, როგორც ჩაგიფიქრა შენ ღმერთმა.

შენ არ ჩაგიფიქრა ღმერთმა იმისთვის, რომ ყავა დალიო, ხაჭაპურები შეჭამო, დაიძინო, გაიღვიძო, გაიზმორო, რაღაც ბიზნესი აკეთო, ცხოვრება მოიწყო როგორც შენ გინდა, ეს ყველაფერი, თავისი კარგით და ცუდით — ამქვეყნიურია...

სინამდვილეში შენ მარადიული არსება ხარ, ზეციური მოქალაქეობისთვის დაბადებული და შექმნილი.
და როცა ქრისტეს უერთდები,
— რატომ ქრისტეს?!
— იმიტომ, რომ ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება რომ მიიღო, ეს ადამიანური ბუნება ძე ღმერთის მიერ, საკუთარ თავში შეყვანილი, არის ის ეტალონი, რაც ადამმა ვერ გააკეთა,
ადამმა ვერ გააკეთა,
ძე ღმერთმა იმოქმედა მის მაგივრად და განგაღმრთობს,
როცა შენ ორგანულ ნაწილად გხდის ზიარების საშუალებით,
ამიტომ, ეს სიცოცხლე,
ქრისტეს სიცოცხლე უნდა ვიგრძნოთ ჩვენში;
აბსტრაქტულად არ ვასაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ ღვთაებრივი სიცოცხლეა,
ეს არ არის აბსტრაქცია,
იესო ქრისტე სიცოცხლეა — თავისი ყველაფრით.
მისი მოწაფეობით,
მისი მეგობრობით,
მისი ძმობით,
მისი დობით,
და მასთან ერთად გოლგოთის გავლით,
და მასთან ერთად ჯვარცმით,
მასთან ერთად აღდგომით,
მასთან ერთად ამაღლებით,
და მასთან ერთად იმ ბედნიერებაში შესვლით, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც გულს შეხებია,
მაგრამ ეს არის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დროა, თქვენს ურთიერთობებს მყარი და სამართლიანი საფუძველი ჩაუყაროთ...“ - 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„რასაც არ კრძალავს სურვილი, კრძალავს შიში... ღირსება სამყაროს დღესასწაულზე ღმერთის გვერდით ყოფნაა“ - რას წერს გია მურღულია

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება