Digest Logo

„შენ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალე, ძალიან დაგვაკლდები!“ - კალათბურთელის გარდაცვალებაზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

1711311599
შავი ლენტი მწუხარება

კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მოსწავლე, კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ავრცელებს.

„დაგვტოვა ძალიან დიდმა ადამიანმა.

ადამიანმა, რომელმაც ბევრი კალათბურთელის (და არა მარტო) ცხოვრებაზე და კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ვარ იღბლიანი, რომ ამ ადამიანების დიდ ჩამონათვალში მეც მოვიხსენიები.

მადლობა ზურა მასწ იმ საკალათბურთო და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, რამაც პირადად მე უკეთესი პიროვნება გამხადა. მე დღეს სადაც ვარ შენი დამსახურებაა.

მადლობა იმისთვის როდესაც ჩემ ოჯახს ისე უჭირდა რომ ბოტასების, გზის , ვარჯიშის, დაუსრულებელი თერაპიების საშუალება არსად არ იყო შენ გვერდში გვედექი!

მადლობა ყველაფრისთვის, შენ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალე, ძალიან დაგვაკლდები!“, - წერს ბექა ბურჯანაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რომანტიკული ვალსი და მეგობრები - როგორ აღნიშნა ნინო ნადირაძემ დაბადების დღე

ნინო მუმლაძის საორსულე ფოტოსესია - „ძალიან ლამაზი ხარ“

🎥 რეჟიმი, რომელიც კლავდა - ყველაფერი სააკაშვილის და ნაციონალების მმართველობის პერიოდზე