ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ცეცხლს შეუძლია გაათბოს და დაწვას კიდეც. თავისუფალ ნებას შეუძლია დაბადოს სიკეთეც და ბოროტებაც.
გენიალურმა ინტელექტმა შეიძლება შექმნას სიქსტეს კაპელას მხატვრობაც და თერმობირთვული იარაღიც.
მცენარე შეიძლება მშვენიერების სიმბოლოც იყოს და სარეველაც.
ჭეშმარიტება სულის სინათლეც არის და ყველაზე დიდ დაპირისპირებათა მიზეზიც.
სამყარო იანუსივით ორსახოვანია.
შენ გაქვს შესაძლებლობა - ეს დაინახო და ვალდებულება - გაითვალისწინო.
იცოდე, რათა ფორმამ არ მოგატყუოს შინაარსთან დაკავშირებით.
რასაც ხედავ, შესაძლოა ის არ გიმზერს. დაიცავი ფიქრი და ეს გაგათავისუფლებს ისეთი შეცდომისგან, რომელიც იანუსს გააღიმებს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით