
15 დეკემბერი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის დაბადების დღეა. კალანდაძე წელს 96 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და პოეტისადმი პატივისცემის ნიშნად, მოქალაქეებმა მისი შემოქმედება სოციალურ ქსელში გააზიარეს.
მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა ცნობილი პოეტის საბავშო ლექსი დაპოსტა და ასე მიულოცა გარდაცვლილ პოეტს დაბადების დღე:
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
ა.კ.