Digest Logo

„შენ უნდა იყო კედელი, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნამდე მყარად დგას...“ - რას წერს გია მურღულია

1760857420
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კაცის ცხოვრების გამართლება და ბედნიერებაა, თუ ღმერთი ოთხ თაობაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს - მშობლებზე, შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე. ამისთვის მან 75 წელი მაინც უნდა იცოცხლოს.
ცნება „კაცი“ მხოლოდ ბიოლოგიურ განზომილებას არ გულისხმობს - სულიერი და ზნეობრივი განზომილებაც არის.
მზრუნველობა მისი მოვალეობა და პრივილეგიაა.

ამისთვის ის სიცოცხლისუნარიანი, ენერგიული და შემოსავლის მქონე უნდა იყოს. რა ქმნის ამ პირობას? - ფიქრი, ახალი იდეები, მიზანსწრაფვა, შრომისმყვარეობა, გარჯა და პასუხისმგებლობა. ღმერთი ამ მოვალეობასაც გაძლევს და მისი აღსრულების შესაძლებლობასაც.

ერთ მშვენიერ დღეს მას თვალს ვერ გაუსწორებ, თუ მზრუნველობაზე უარი თქვი. თუ კაცი ხარ, შენ ხარ შვილი, შენ ხარ მამა და შენ ხარ ბაბუა. შენ უნდა იყო სიყვარული, ძალა, ღირსება და იმედი.

შენ უნდა იყო კედელი, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნამდე მყარად დგას სიკეთის, ღირსების, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვენიერების მხარეს; იცავს ქალებს, ბავშვებს, სუსტებს და რასაც სხვებს ასწავლის, თავადაც ისე ცხოვრობს.

ადვილი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს ბადებს სინათლეს თვალებსა და გულში. თუ კაცი ხარ, იყავი ღირსი შენი პასუხისმგებლობის. გახსოვთ ფილმი „ქალის სურნელი“?

ბრმა პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი (ალ პაჩინო თამაშობს) დაახლოებით ასე ამბობს: „როდესაც ყველა გარბის, კაცები რჩებიან“,- წერს გია მურღულია.

-----

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„ყველა ლოგიკით ინვალიდის ეტლში უნდა დამესრულებინა სიცოცხლე... აუტიზმის განკურნება საქართველოში მხოლოდ მე შემიძლია“ - გიორგი ჩოგოვაძე