პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მამამ პატარა ვაჩეს ლექსი მიუძღვნა:
„არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი“ — გელა დაიაურის ახალი ლექსი, რომელიც შვილს მიუძღვნა
„იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,
გულში სიკეთის გენთოს სანთელი
და არასოდეს არ დაგავიწყდეს,
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.
შენი მამულის ტრფობით იწვოდე,
არ დაივიწყო ენა თავისი,
სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდეს
შენი „შავლეგო“, შენი „დაისი“.
ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,
მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,
„ჰკა, მაგას“ - ა და „ვაშა“- ს ძახილში
არ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ
დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,
ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.
და თუ დადგება წამი - ყიოში,
თუ სული დადნა როგორც ფანტელი,
როცა მოკვდები, საიქიოშიც
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი“, - წერს გელა დაიაური.
შეგახსენებთ, რომ გელა დაიაურმა 2022 წლის პირველ ოქტომბერს იქორწინა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.
14 წლის წინ გელა დაიაურის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი მამიკო წავიდა...“ - სანდრო შელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს