დღეს, 15 მაისს, რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელი, ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა.
თარიღთან დაკავშირებით, სალომე ბაკურაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა და გარდაცვლილ ქმართან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა:
„დღეს ის დღეა, ყველაზე განსაკუთრებულად რომ უნდა აღგვენიშნა და მართლა იყო ყველაზე განსაკუთრებული და განსხვავებული.
შენს გარეშე, თუმცა ყველა შენთან.
მიყვარხარ ჩემო ლაშიკო და როგორც ჩვენ ვიცოდით ისე „ვიცი”, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა.
წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი ქალბატონი, პატარა გოგოსავით გამოიყურები“ - როგორ აფასებენ თიკა ფაცაციას ახალ ფოტოებს
⭕„შენს დღეს გაუმარჯოს, ნათელში გამყოფოს ღმერთმა“ - ლევან კობიაშვილი ლაშა ბასლანძეზე