პატარა მომღერალი ოთო ბაზერაშვილი საზოგადოებამ პროექტ „რანინადან“ გაიცნო და მალევე შეიყვარა მისი გამორჩეული ხმის ტემბრის გამო. დღეს ის იუბილარია და დედამ ანა დათულიშვილმა მას სოციალურ ქსელში დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა.
„დღეს ჩვენი ოთო იუბილარია.
გისურვებ უსაზღვრო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყველა სურვილის ასრულებას. შენთან ერთად ყოველთვის ვიქნები, როგორც ძლიერი მხარე და სიყვარულით სავსე დედა.
შენში მიყვარს განსაკუთრებით ის, რომ ყველაფერი ქართული გიყვარს, სიმღერაც და ჩვენი ტრადიციებიც.
საქართველო და ქართული ჯარიც.
გილოცავ, ჩემო სიცოცხლე! მიყვარხარ!“, - წერს ანა დათულიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
⭕ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა