
„ღამის სარდაფი“ სოციალურ სივრცეში, რამდენიმე თვის უკან გამოჩნდა და საზოგადოების სიყვარული მალევე დაიმსახურა. გამომწერები მათ „რიბაკი ბიჭების“ სახელით იცნობს.
ლუკა გადელიასა და ლაშა გუშარაშვილის იუმორი სხვებისგან გამორჩეული და განსხვავებულია, შესაბამისად საზოგადოების სიმპათიაც დიდია.
ახალგაზრდები აქტიურად სარგებლობენ „იუთუბის“ პლატფორმით, რომლის მეშვეობით საზოგადოებას სხვადასხვა აქტივობებს და საინტერესო ვიდეოებს უზიარებენ.
მათი ერთ-ერთი რუბრიკა კი „თვითგადარჩენაა“ და ამჯერად ისინი მესამე ეპიზოდს გვთავაზობენ. ვიდეოს შინაარსი კი ველური და სუსხიანი ზამთრის პირობებში, დათოვლილ ტყეში 24 საათის გატარებას ეხება.
ახალ ეპიზოდში ლუკამ და ლაშამ გაშალეს კარავი, დაანთეს კოცონი და მოამზადეს საკვები. პარალელურად, როგორც ყოველთვის გამომწერებს თავიანთი იუმორით კადრების ნახვის პროცესი გაუხალისეს.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი დასვენება საყვარელო...“- ალექსანდრა პაიჭაძე რომში მოგზაურობს