Digest Logo

„შეუდარებელი წვეულება“ - რა ფოტოებს აქვეყნებს აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი, რომელმაც კახა თარგამაძის ქალიშვილის ქორწილი გადაიღო

1784813066
კახა თარგამაძის ქალიშვილი

აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი ზეინალ მამედლი, რომელიც კახა თარგამაძის ქალიშვილის ქორწილის მთავარი ფოტოგრაფი იყო, „ინსტაგრამზე“ ბათუმში გამართული ზღაპრული ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.

„Wedding Day, „ქორწილის დღე“, - წერს ფოტოგრაფი აღწერაში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Zeynal Mammadli (@zeynalmammadli)

 

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის (1995-2001 წლებში) კახა თარგამაძის ქალიშვილი, სალომე თარგამაძე 19 ივლისს დაქორწინდა. მისი რჩეული ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟი - გიგა პაპუნაიშვილია. წყვილმა ჯვარი ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა, ცერემონია კი დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა.

აღსანიშნავია, რომ სიძის მეჯვარე მისი ახლო მეგობარი, ბერა ივანიშვილი გახლდათ, რომელიც ღონისძიებას ოჯახთან ერთად ესწრებოდა. გრანდიოზულ საქორწინო წვეულებას უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის პატარძლის დედის - თამუნა ჯაფარიძის მეგობრები და მოდელები: ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი ესწრებოდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ზღაპრულმა კადრებმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.

ნახეთ, ფოტოები