გიგი ქათამაძე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.
ამჟამად მას იუთუბიზე 240 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად გიგი ახალ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც იგი ნეპალში იმყოფება. როგორც „იუთუბერი“ აღნიშნავს, ნეპალში არსებობს სოფელი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თაფლი მოიპოვება. თუ რატომ არის სახიფათო ამას ვიდეოდან შეიტყობთ:
„ეს ერთი პატარა დასახლებაა ნეპალში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თაფლი მოიპოვება. მისი სახელწოდებაა „მეტ-ჰანი“ ამ თაფლის მოპოვება წელიწადში მხოლოდ ორჯერ ხდება.
„მეტ-ჰანის“ დიდი, გარეული ფუტკრები ამზადებენ, ჰიმალაის მთებში, რომელიც შეიცავს ძლიერ ტოქსინებს, რომელსაც შეუძლია შენი აღქმა შეცვალოს. აგირიოს გონება, ან ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში დაგაკარგვინოს სიცოცხლე“, - ამბობს გიგი ქათამაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მაპატიე ბებო ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი...“ - „ტოჩინოშინი“ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს