Digest Logo

„შევხედოთ ჩვენს გარშემო ბევრი ქუჩა ვისი სახელობისაა?! ვისწავლოთ ისტორია, რა უქნა რუსეთმა ჩვენს მიწებს, ჩვენს განვითარებას? “ - გიორგი ლიპარიშვილი

1678261516
ლიპარიშვილი

მასწავლებელი, ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმაურება, რომელიც პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.

„მკერდზე ჩემი მომავალი მიწევს...მინდა ეს მომავალი, ჩემი შვილის მომავალი, თქვენი შვილების მომავალი იყოს ევროპული“ - თემო შენგელაია

ლიპარიშვილი საზოგადოებას ისტორიის სწავლას ურჩევს.

„შორს ნუ წავალთ... შევხედოთ ჩვენს გარშემო ბევრი ქუჩა ვისი სახელობისაა?!

1. გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა - გენერალი, რუსეთის ნებით დახვრიტეს

2. სანდრო ახმეტელი - რეჟისორი, ისევ რუსეთისგან დახვრეტილი

3. მერაბ მამარდაშვილი - ფილოსოფოსი, რუსეთისგან გულგახეთქილი

4. პაოლო იაშვილი - პოეტი, რუსეთისგან თვითმკვლელობამდე მიყვანილი

5. მერაბ კოსტავა - ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკოსი - დადგმული ავიაკატასტროფით მოკლული

6. კოტე აფხაზი - დახვრეტილი გენერალი

7. მიხეილ ჯავახიშვილი - მწერალი, დახვრეტილი

8. პეტრე ოცხელი - მხატვარი, დახვრეტილი

9. მარო მაყაშვილი - სტუდენტი, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის დროს აფეთქებულ ნაღმზე დაღუპული...

სია უგრძესია...

გააგრძელეთ ჩამონათვალი...

რა უქნა ქართულ კულტურას რუსეთმა, რა უქნა ათიათასობით გადასახლებულ და დახვრეტილ ადამიანს, ჩვენს მიწებს, ჩვენს განვითარებას? რას შვება ახლა უკრაინაში?! რას შვება ახლა ჩვენს ქვეყანაში?!

ვისწავლოთ ისტორია,

შორს ნუ წავალთ,

დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო
#რუსულიკანონიბოროტებაა
#რუსეთიმტერია
#რუსეთისმომხრეცმტერია“,- წერს ლიპარიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ - სუპერლიგის მოთამაშეების ერთობლივი განცხადება

🔵 „უკრაინელებით არის სავსე მომიტინგეები, უნდა წაავლოთ ხელი და დეპორტაცია გაუკეთოთ“- ქეთევან კიკნაძე ხელისუფლებას

🔵  „მკერდზე ჩემი მომავალი მიწევს...მინდა ეს მომავალი, ჩემი შვილის მომავალი, თქვენი შვილების მომავალი იყოს ევროპული“ - თემო შენგელაია