პოეტი თემო შენგელაია სოციალურ ქსელში რუსთაველზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და ახალ შეძენილ შვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც იგი წერს, მისი არჩევანი საქართველოს ევროპული მომავალია.
„ღამის 03:30 ია.
მკერდზე ჩემი მომავალი მიწევს..
ვუყურებ საკუთარ შვილს და ვხვდები - ნოა ჩემი გაგრძელებაა ამ სამყაროში.
ის ჩემი ნაწილია.
მე მასში ვგრძელდები რაღაც ფორმით..
როცა მე აღარ ვიქნები, ის გააგრძელებს ჩემს წილ სიცოცხლეს... თქვენი შვილები კი თქვენსას...
მინდა ეს მომავალი, ჩემი შვილის მომავალი, თქვენი შვილების მომავალი იყოს ევროპული“, - წერს შენგელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები
🔵„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე
🔵„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ - ზაზა ფაჩულია