Digest Logo

შორენა ბეგაშვილის პარიზული დღეები გრძელდება - მოდელი რესტორანში „ბარონ“ პოზირებს

1785404548
შორენა ბეგაშვილი

მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.

როგორც მსახიობის სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილი თაფლობის თვეს ამჯერად საფრანგეთში ატარებს.

შორენა ამჯერად რესტორანში „ბარონ“ პოზირებს:

„მზის სხივი“.

„ულამაზესი ხარ მუდამ!“.

„საუკეთესო ხარ“, - წერენ კომენტარებში. 

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ქართველი ლომი, ჯენტლმენი...“ - როგორ აფასებენ მერაბ დვალიშვილის ახალ ფოტოს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აგვისტოში დიდი სიურპრიზი ელოდება

5 მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევენ შრომისმოყვარე ადამიანები წარმატებას