Digest Logo

„შოთიკო დაბრუნდი! ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი? რატომ არ შეგებრალა შენი ემიგრანტი შავოსანი დედა“ - 24 წლის შოთა ბოჭორიძეს მეგობრები ემშვიდობებიან

1672146275
შოთიკო ბოჭორიძე

კახეთში ავტო ავარიას ქართველი მომღერალი - შოთა ბოჭორიძე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, შოთიკოს დედა ემიგრანტი იყო. 

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ემიგრანტების იმედმა - შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა.

„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი მომღერალი - შოთიკო ბოჭორიძე. ამდენ ადამიანს უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ უნდა მიგიღოს მიწამ… ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი? არა… არა… ვერ ვიჯერებ… ჩემი ნახევარი გული წაიღე… არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მაკლიხარ დღეს 
დამაკლდები ხვალ, ზეგ…სულ! 

არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი, თუ არ გავაფრენ გამიკვირდება.  
არ გემშვიდობები ჩემო ღიმილის ბიჭო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები.

გლოვობს ჩემი თელავი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.... არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ....

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 24 წლისას მოგისპო სიცოცხლე.

წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას - ქეთინო ბოჭორიძეს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. 

შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, რატომ არ შეგებრალა შენი ემიგრანტი დედა.... ღმერთო დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს... იცოცხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო.

შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ხუჭუჭა ღიმილის ბიჭი, კვლავაც 24 წლის იქნები...

მიწისთვის მენანები... სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ ჩემო შოთი... ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, შოთიკო აღარ გვყავს.
ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება.

ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე...

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.

თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო....
ღმერთს ხომ მასთან კარგები უნდა!!

შოთი ემიგრანტ დედას სტკივა დაბრუნდი, „შენ რომ აღარ ხარ გული ყველას სტკივა, დედას ძალიან სტკივა განიცდის, დედა ლოცულობს ყოველთვის დაგიცდის დედის ტკივილი არავინ არ იცის ისევ შავებში და ცრემლებშიი...“

შოთიკო დაბრუნდი!! დაბრუნდი ისევ გააბედნიერე დედა, ის დედა რომელიც ახლა შენს ცხედართან ცრემლიანი თვალებით დგას და მიგტირის შავებში მოწყობილი დედა ... დედა რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს.. დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა. შვილი, რომელსაც ზრდიდა რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით. უხაროდა შენი დაბადება გულში ფიქრობდა მე მას გავზრდი როგორც კაცს. პირველი დანახვისთანავე გულში ჩაგიკრა.

მან არც კი იცოდა ასე მალე თუ დატოვებდი შოთი რატო? დედაა შენს ცხედართან დგას და ტირის მას ხომ მხოლოდ ის უნდოდა რომ შენთან ყოფილიყო ყოველ დილით ჩაგხუტებოდა შენი ნახვით შენი ჩახუტებით ეცოცხლა მაგრამ ემიგრანტი დედა იყო....

და შენ წახვედი მაღლა ცაში გაფრინდიი თითქოს არაფერი ამ დროს კი ემიგრანტი მონატრებული დედა თმებს იწეწავს და აღარ იცის რა ქნას მან ხომ შვილი დაკარგა.. შოთიკო ბიჭო შენი და მარიამი? და შენი საყვარელი ციალა ბებო? შენს გარეშე ახლა რა ეშველება? რა ქენი დატოვე და წახვედი.

გლოვობენ ტირიან და ჯერ კიდევ აზრზე არ არიან რომ დაგკარგეს მათ არ უნდათ რომ ეს სიმართლე იყოს.. შენი ოჯახი გლოვობს შოთი.

მხოლოდ ერთი რამე უნდათ რომ დაბრუნდე. დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ.

1 სურვილი მაქვს მხოლოდ ერთი შენ დაბრუნდი დაბრუნდი და შენს დედას სიცოცხლის აზრი დაუბრუნე. დაბრუნდი და მიეცი შანსი შენს ოჯახს რომ გაიღიმონ მიეცი შანსი შენთან უფრო ბევრი დრო გაატარონ შოთი.. დაბრუნდი ვერ ხედავ დედაშენი შავებში ჩაცმული როგორ გლოვობს შვილის სიკვდილს ვერ ხედავ შოთი?! როგორ ტირის შენი მეგობრები ვერ ხედავ ყველას როგორ აკლიხარ, რატო არ ბრუნდები შოთი?? დაბრუნდი შოთიკო დაბრუნდი...“, - წერს სიხარულიძე.

სევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოლიციელმა მეხუთე სართულზე ჩაკეტილი 8 თვის ჩვილი გადაარჩინა - ემოციური კადრები რუსთავიდან

🔵„ეს არის ბიჭი, რომელსაც მინდა, მთელი სამყარო მივცე...“ - ნეკა დოროყაშვილი

🔵რა არის საჭირო კეთილდღეობის, სიყვარულის და ბარაქის მოსაზიდად - საახალწლო რიტუალები მიხეილ ცაგარელისაგან