შოვში მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა განახლდა - შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 44 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.