შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საუკეთესო ადამიანის ,ალექსანდრე (სანდრო) ორაგველიძის გარდაცვალების გამო, რომელიც შემკული იყო ყველა ადამიანური ღირსებით, გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მზრუნველობით, მოთმინებით, მორჩილებით, უპირობო სიყვარულით, სიკეთით. უამრავი ადამიანისთვის იყო მისაბაძი მაგალითი, თითქოს ზეცაში წასასვლელად ემზადებოდა და სულის განწმენდას დახარბებოდაო.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მონა ღვთისა ალექსანდრეს და დაამკვიდროს მისი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
⭕უნალექო ამინდი და სითბო - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
⭕„საოცარი გოგო ხარ, საოცარ ფორმაში“ - თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები