გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. გთავაზობთ მორიგ პოსტს, რომელიც ბებიას ეძღვნება;
„ბებიაჩემი ნათელა, ისე გარდაიცვალა, ავადმყოფობებს არ უჩიოდა ხოლმე. ერთი ეგ იყო, ადრეული ბავშვობიდან მახსოვს, უცებ ჩამოჯდებოდა და გაკვრივებული იტყოდა: „ნენა, რაია, აი?!“
ეს იყო მოხუცებულობა. მოხუცებულობით გაკვირვება. ადამიანი ვერასდროს ვერ გაიგებს ბებერ სხეულს, რადგან ახალგაზრდად არის დაბადებული. ასე დაინახა და ისწავლა საკუთარი თავი. ძალიან ცოტა დროა ბავშობიდან ბოლომდე, რომ რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სახეებს კი მხოლოდ ვალდებულება ასერიოზულებს. სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები - მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ - ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში, სადილისას.
ალბათ არის წელიწადი, როცა შენ ამას გრძნობ. სამოცდახუთი? სამოცდაცამეტი? ოთხმოცდახუთი? არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ოთხმოცდახუთის“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო