Digest Logo

„სიმართლე ერთია: ეს არის გარყვნილი, უსაზღვრო და გადაჭარბებული ძალაუფლებით გაფუჭებული პირუტყვი!“ - იუნა შაფათავა

1671133626
მიხეილ სააკაშვილი და იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა მიხეილ სააკაშვილის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ეხმაურება და სტატუსს წერს.

მსახიობის თქმით, სააკაშვილი სულ ასეთი გარყვნილი იყო და ასეთივე თავხედი გუნდი ჰყავდა.

„სადაც არ უნდა ისწავლო;
რა თანხაც არ უნდა დააბანდონ შენს კარიერაში;
რა ძალაუფლებაც არ უნდა გაგაჩნდეს
მსოფლიო მოიარო შეხვდე ძალიან ძლიერ პიროვნებებს - და დარჩე იგივე არაადამიანი, ეგოცენტრიკი, ხარბი, ძალაუფლების გაუმაძღარი, მხოლოდ შენი საკუთარი ტყავის გამო - ნიშნავს- რომ სულ იყავი ასეთი, მაპატიოს ჩემმა ცოდნამ- ნაგავი.

და ამ არარაობის გამო ჭყავით და იხოკავთ ლოყებს, სამედიცინო პერსონალი რომ „უკლონს’ აკეთებს, რადგან ჭირვეულია ?

სულ ასეთი გარყვნილი იყო და ასეთივე თავხედი გუნდი ჰყავდა. ამ ფეხების ბაკუნა ხალხს ჰქონდა ხელში ძალაუფლება და როგორც ასანთის ღერებს, ისე გაქრობდნენ.
თავმოყვარეობა არ გაქვს, საქართველო!
და კიდევ ერთხელ: მრცხვენია, რომ მართლმსაჯულებაში არ ვარ და ვერაფერს ვცვლი.
და მე კი არ ვარ ურცხვი და ‘არ გამაჩნია ემფატია’- ეს თქვენ არ გაქვთ თავმოყვარეობა, რადგან ამ უზრდელთა ბაგებიდან ვეღარ საზრდოობთ.

სიმართლე ერთია: ეს არის გარყვნილი, უსაზღვრო და გადაჭარბებული ძალაუფლებით გაფუჭებული პირუტყვი და რამდენიც გინდათ, აფრიალეთ მისი ფოტოები ვოქერით- ზიზღის გარდა მისი ქცევა და ამ მთავრობის თანამონაწილეობა მის საზარელ დანაშაულთა შეუსაბამო ბრალდებაში და განაჩენში, არაფერს იწვევს.

მთავრობა, რომელიც ამ პირუტყვებს შესაბამისად არ სჯის და არ აღკვეცავს ამ სადისტების არსებობას, თანამონაწილეა.
ბევრჯერ ვთქვი და სულ ვიტყვი ამას.
და კიდევ ვიმეორებ: სააკაშვილს და მისი გუნდის დანაშაულს, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
ყოველთვის შეიძლება გადახედვა, მაგრამ მის ოლიგარქ თანაგუნდელებს ამ მთავრობასთან შეთანხმებით ეს არ გაწყობთ და ამ მაიმუნობას გვაჭმევთ.
მე არ ვჭამ ამ ნაგავს.
და არ დაგავიწყდეთ: what goes around, comes around.
ყველაწ გეხებათ“- წერს იუნა შაფათავა.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მრცხვენია საკუთარი თავის…“ – გოგოლა კალანდაძე

🔵„ეს კადრები იმას მოწმობს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და შესაბამისად სასჯელის გადავადება ეხება!“ - ინგა ბერიკაშვილი

🔵„ვაიიი.... ჩემო ბიჭებოოო.... აქ რომ გკლავდნენ და ოჯახებს უთვლიდით, არ ინერვიულოთო...“ - რას წერს ლალი მოროშკინა